ფეხბურთი

10:53 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 მოთამაშე მყავს და ეს პრობლემაა“

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ბელარუსულ ბატე-სთან 3:1 გამარჯვების შემდეგ, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შემადგენლობის შერჩევის პრობლემა აქვს.

„სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის გაყვანა შეიძლება, მე კი 28 მოთამაშე მყავს და არ ვიცი, როგორ მოვაგვარო ეს პატარა ტაქტიკური პრობლემა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დაცვაში ვითარება გავაუმჯობესოთ. შესაძლოა, ოდესღაც ბარკლი და ლოფტუს-ჩიკი ერთდროულადაც გავიყვანო მინდორზე. ვიცი, რომ ეს უკანასკნელი ძალიან უყვართ ქომაგებს, რადგან ადილობრივი აკადემიიდანაა.“ - უთხრა სარიმ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ლოფტუს-ჩიკმა ბატესთან ჰეთ თრიქი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113024