თამაშგარე

10:16 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემის ცოლი მომღერლობას არ ეშვება

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დაუდგრომელი და ერთ დროს ცნობილი მომღერალი ცოლი, ვიქტორია ადამს-ბექჰემი სცენას იმდენჯერ დაუბრუნდა და იმდენჯერ დაანონსა, რომ ხელახლა აპირებდა მომღერლის კარიერის შექმნას, რომ ახლა ვერავინ იგებს, ვიქტორიას რა უნდა და საერთოდ რას გვიპირებს.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ვიქტორიამ საკუთარი ხარჯებით ნიუ-იორკში გამართა სახელდახელოდ აღდგენილი მისი ძველი ჯგუფის - “სფაის გირლზის“ კონცერტი, რომელმაც მისდა სამწუხაროდ მუსიკის მოყვარულების განსაკუთრებულად დიდი დაინტერესება ვერ დაიმსახურა და ბექჰემის ცოლის იმედებიც დაიმსხვრა.

თუმცა, როგორც იცით ვიქტორია ადამს-ბექჰემი ნამეტნავად ჯიუტი ქალია და თავისას კვლავ არ იშლის. ვიქტორია ამჯერად მის მშობლიურ ლონდონში გეგმავს გოგონათა ჯგუფის კიდევ ერთხელ შეკრებას და გრანდიოზული კონცერტის ჩატარებას. ვინ იცის, დევიდი კიდეც ეუბნება - გაეშვი ქალო, ხომ ხედავ შენმა დრომ ჩაიარაო, მაგრამ ვიქტორია ასე ადვილად დაეცემა?!...

0.147319