ფეხბურთი

9:06 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

უმდიდრეს ჩეხს „ჩელსის“ შეძენა სურს

პეტრ კელნერი ჩეხეთის უმდიდრესი მოქალაქეა. ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, მისი ქონება დაახლოებით 15,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

The Sun წერს, რომ კელნერს ლონდონის „ჩელსის“ შეძენა სურს.

საინტერესოა, რომ კელნერს ჩინებული ურთიერთობა ჰქონია „არისტოკრატთა“ ამჟამინდელ მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან და „სტემფორდ ბრიჯზეც“ ვიპ-ლოჟა მის გვერდით შეუძენია.

ამბობენ, აბრამოვიჩი მზადაა „ჩელსი“ 2,5 მილიარდ გირვანქად გაყიდოსო.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოლიგარქმა ლონდონური კლუბი 2003 წელს 140 მილიონად შეიძინა და მას მერე „ჩელსიმ“ ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგა და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

0.120031