მადრიდის „ატლტიკოს“ ნახევარმცველი კოკე მარკო როისით აღფრთოვანებულია. ესპანელმა ფეხბურთელმა გერმანელი კოლეგა კომპლიმენტებით აავსო და ისურვა, რომ ერთ დღეს „ატლეტიკოში“ ითამაშებს.
„მინდა, რომ როისი „ატლეტიკოში“ თამაშობდეს. მისი სტილი ჩემთვის ძალიან მიმზიდველია. მარკო არის საოცარი ფეხბურთელი, სწრაფი, ტექნიკური და ყოველთვის სახიფათო, რომლის შეჩერება რთულია.
მთავარია, რომ ის კვლავ „დორტმუნდში“ თამაშობს, მიუხედავად ბევრი წინადადებისა სხვა გუნდებიდან. თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან იშვიათია“, - ციტირებს კოკეს სიტყვებს Bild-ი.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში კოკეს „ატლეტიკო“ როისის „დორტმუნდთან“ სტუმრად 0:4 განადგურდა.