კალათბურთი

0:11 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას MVP-ს ტიტული გერმანიაში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის მორიგ ტურში გერმანიაში “ბაიერნთან” 71:77 წააგო, ქართველი მძიმე ფორვარდი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25:25 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქარველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“ბასკონიას” მხრიდან ყველაზე შედეგიანი ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარე იყო 24 ქულითა და 11 მოხსნით, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მეტ ჯენინგმა კი 25:37 წუთში 12 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ესპანურ კლუბს 1 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, შინ, თურქული “დარუშაფაკას” წინააღმდეგ გამართავს.

0.12303