ფეხბურთი

22:10 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მესისთან ერთად ვთამაშობდი"

კატალონიის „ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ ლიონემ მეს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. სუარესის განცხადებით, ამის შესახებ შვილიშვილებს უამბობს.

„ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა. მოვიგე ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ვთამაშობ იმ გუნდში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები არიან. როდესაც მოვხუცდები, შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი“, - ციტირებს სუარესის სიტყვებს Bleacher Report-ი.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონას“ 2014 წელს ინგლისური „ლივერპულიდან“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111757