სხვა

20:53 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიას პირველი ფრე  

საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში თბილისის ოლიმპიამ უდრამატულესი მატჩის დაბოლოებაში აჯობა ბაქოს იდმან აკადემიას და ბოლო წამზე ანგარიში გაუთანაბრა - 24-24. ხვალ, 13 საათზე, გუნდები კიდევ ერთხელ ითამაშებენ სპორტკომპლექს არენაში.

თამაში: https://youtu.be/eMRAqdEg8Mc

პირველ ტაიმში ქართული კლუბi 4-1 დაწინაურdა, მერე 4-5 ჩამორჩა და ტაიმის ბოლომდე სხვაობა ერთ ბურთზე მეტი აღარ ყოფილა. ბოლო წამზე ბაქოელმა მადინა მუსაევამ პირდაპირ 9-მეტრიანიდან გაათანაბრა, 11-11.

მაგრამ შესვენების შემდეგ გამოიკვეთა აზერბაიჯანელთა უპირატესობა. ადმან აკადემიასის, ანუ სპორტის აკადემიის გუნდს უნარიანად უძღვებოდა 37 წლის იულია დერიაბინა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა და საგოლე პასებიც ბევრი დაარიგა. ოლიმპიაში საუკეთესო იყო თინათინ ქიტესაშვილი 11 გოლით.

დასრულებამდე 2 წუთით ადრე მდგომარეობა კრიტიკული იყო - 20-23 ვაგებდით. თამთა თეთრაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ბექა ორჯონიკიძისა და ანდრეი პორტნოის ტაიმაუტის შემდეგ გუნდი პრესინგზე გადავიდა და ბაქოელები დაიბნენ. ანა ჩხაიძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო ნენო ჯგერენაიამ გაათანაბრა - 23-23.

დარჩენილ დროში ორჯერ ამოქმედდა ბოლო 30 წამის წესი: ჯერ მუსაევამ გაიტანა შვიდმეტრიანი; ბოლო შეტევისთვის ჩენებს 12 წამი ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ ახლა უკვე აზერბაიჯანელებმა იუხეშეს მარიამ ცინცაძის წინააღმდეგ, ნენო ჯგერენაიამ შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა და დროც ამოიწურა - 24-24.

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთ ჩემპიონატში 5 აზერბაიჯანული და ერთ ქართული კლუბი მონაწილეობს. სულ, აპრილის ბოლომდე, ოთხწრიან ტურნირში, გუნდები 20-20 მატჩს გამართავენ.

ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19

25 ოქტომბერი. თბილისი, არენა 2

ოლიმპია თბილისი - იდმან აკადემიასი (აზე) 24-24

ოლი: ჯავახია, ჯიქურაშვილი - ქიტესაშვილი 11, ა. ჩხაიძე 4, ჯგერენაია 4, ე. ჩხაიძე 3, შახულოვი 1, თეთრაშვილი 1, ჩირგაძე, გოგია, იაშვილი, მ. ცინცაძე, ქებაძე, დვალიშვილი, კორძაია, სურგულაძე - მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი

იდმ: სალამოვა, აბუშევა - დერიაბინა 7, მუსაევა 5, ალიევა 5, გრაბოვსკაია 4, ჰუსეინოვა 3, ფატკინა, შუბინა, ნაზაროვა, აგაბეკოვა, გულიევა - მწვ. მამადოვი, ვაჰაბზადე, ნოვრუზოვი

მსაჯები: ფამილ გასიმოვი, ელდარ ამიროვი (აზე), დელეგატი: ლევან გელაშვილი

წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი - განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი - იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ - ოლიმპია 46-17 - 7 ოქტ. აზერსუ - ოლიმპია 34-21 - 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი - აზერსუ 21-51, აზერიოლი - ყარაბაღი 26-20 - 20 ოქტ. იდმან აკადემიასი - განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ - აზერიოლი 28-27

-----------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

აზერსუ--------------4---4---0---0--159-86---8

აზერიოლი----------3---2---0---1---97-66---4

იდმან აკადემიასი--3---1---1---1---86-82---3

ყარაბაღი------------2---1---0---1---53-52---2

ოლიმპია-------------3---0---1---2---62-104--1

განჯლარ ბირლიი--3---0---0---3---64-131--0

26 ოქტ, 13:00. არენა 2. ოლიმპია - იდმან აკადემიასი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160218