ფეხბურთი

20:28 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ობლაკში 100 მილიონს იხდის

„პარი სენ ჟერმენი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელ მეკარე იან ობლაკს ეპატიჟება. Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან „როხილანკოს“ 100 მილიონი ევრო გადაუხადონ.

საინტერესოა, რომ მადრიდელებს ობლაკთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ, მაგრამ ფეხბურთელი ჯერჯერობით ვერ დაითანხმეს.

შექმნილი სიტუაციით სარგებლობას კი ფრანგული გუნდი აპირებს. ობლაკს „ატლეტიკოსთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში სლოვენიელმა ლა ლიგაში 9 თამაში ჩაატარა და 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.114742