ესპანეთის საგადასახადო სამსახური მადრიდის “რეალის“ უელსელ ნახევარმცველს, გარეთ ბეილს გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს და 337 ათას ევროს გადახდას ავალდებულებს, წერს El Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, ბეილი ეჭვმიტანილია 2013 წელს საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან შემოსული შემოსავლების დაფარვაში. საგადასახადოში მიაჩნიათ, რომ მაშინ ბეილმა 200 ათასი ევროს გადასახადი დამალა. კიდევ 100 ათასს ჯარიმას გულისხმობენ და 37 ათასს ამ ჯარიმის პროცენტს.
ბეილი „რეალში“ 2013 წელს გადავიდა „ტოტენჰემიდან“ 101 მილიონ ევროდ.