მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი შემტევი, ფრანკ რიბერი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, ბერძნულ აეკ-თან ვერ დაეხმარა. ის თამაში მიუნხენელებმა 2:0 მოიგეს. ვეტერანი ფრანგი კი ზურგის ტკივილმა შეაწუხა და შინ დარჩენა ამჯობინა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ოთხშაბათს რიბერი დაუბრუნდა საწვრთნელ პროცესს და იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებსაც ათენში ცოტა სათამაშო დრო მიეცათ.
უახლოეს მატჩს „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში გამართავს. 27 ოქტომბერს მაინცს ეწვევა.