„პორტუს“ ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ, რკინიგზელი მანუელ ფერნანდეშის პენალტი მოიგერია.
ეს კასილიასის მიერ მეოთხე მოგერიებული თერთმეტმეტრიანი გამოდგა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ამ მაჩვენებლით ის ჯიჯი ბუფონს, გრეგორი კუპესა და ანდრეი პიატოვს გაუთანაბრდა და მათთან ერთად, ტურნირის ისტორიაში მეორე ადგილს იყოფს.
რეკორდი კი გერმანელ ჰანს-იორგ ბუტს ეკუთვნის, რომელმაც საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ხუთი პენალტის მოგერიება მოახერხა.