ფეხბურთი

9:55 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „გაწბილებულნი ვართ, თითქმის მოგებული გვქონდა თამაში“

„პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-3 ტურის მატჩის შემდეგ (2:2), „ნაპოლის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შეფიქრიანებული იყო.

„თითქმის მოგებული გვქონდა. კმაყოფილნი ვართ თამაშით, მაგრამ გაწბილებულნი გახლავართ შედეგით, 93-ე წუთზე გავუშვით გოლი. დი მარიამ გაგვიტანა. ასეთები ხდება ხოლმე, როცა მაღალი კლასის გუნდს ეთამაშები. დი მარიას პატივს ვცემ, მაგრამ გამიხარდებოდა რომ აეცილებინა.

ვფიქრობ, შემდეგი მატჩი გადამწყვეტი იქნება პლეი ოფში გასასვლელად. კარგია, რომ ამჯერად პარიზელებთან შინ ვთამაშობთ.“ - უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა Football Italia-ს.

სამი ტურის შემდეგ C ჯგუფში 6 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს. „ნაპოლი“ 5 ქულით მეორე ადგილზეა. პსჟ-მ 4 ქულა მოაგროვა, „ცრვენა ზვეზდამ“ – 1.

0.115383