„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩის შემდეგ (4:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედეგით კმაყოფილია, ხოლო სალაჰმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად აკრიტიკებდნენ. ეგვიპტელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და პირველი ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც 65 მატჩში 50 გოლი გაიტანა.
„გეგმის მიხდვით, თავიდანვე მძლავრად უნდა შეგვეტია. არ ვიცოდით მოწინააღმდეგე როგორ ითამაშებდა დაცვაში. თავიდან ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ მერე დავლაგდით. ბევრი მომენტი შევქმენით, გოლებიც გავიტანეთ. უბრალოდ, ფეხბურთს ვთამაშობდიათ. კმაყოფილი ვარ. ყველაფერი მომეწონა.
კარგია, რომ სალაჰმა ორჯერ გამოიჩინა თავი. მეც და მოჰამედიც დარწმუნებული ვიყავით, რომ დროებითი ჩავარდნა მალე გამოსწორდებოდა. მაგარამ, როცა ყოველ წუთს გეკითხებიან ამის შესახებ, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს გუნდში რაღაც ვერ არის წესრიგში. არადა, ასე არა არის. იმედია, დღეიდან სალაჰის შესახებ საუბარი შეწყდება.
ფეხბურთელი არ უნდა ფიქრობდეს: „როდის დავიწყებ ისევ გატანას?“ ეს მაშინ მოხდება, როცა ცდილობ, თავისუფალ სივრცეს პოულობ მინდორზე. ბევრს მოძრაობ. პარტნიორები ამას გრძნობენ და გეხმარებიან.
ვფიქრობ, სალაჰმა მადლობა უნდა გადაუხადოს თანაგუნდელებს, მშვენიერი და დროული პასებისთვის. 50 გოლი განსაკუთრებული მაჩვენებელია და ვუსურვებ ასევე გაეგრძელებინოს.“ - უთხრა კლოპმა FourFourTwo-ს.