ფეხბურთი

9:01 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გჟეგოჟ კრიხოვიაკი: „მგონი, კვირკველია არ უნდა გაეძევებინათ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის, „პორტუსთან“ მატჩის შემდეგ (1:3), მოსკოვის „ლოკომოტივის“ პოლონელმა ნახევარმცველმა, გჟეგოჟ კრიხოვიაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა, საბა კვირკველიას წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა.

„თავს ვერ დავდებ, შორს ვიყავი, მაგრამ მომეჩვენა, რომ კვირკველიამ ბურთზე ითამაშა და გასაძევებელი არ იყო. სათამაშო ეპიზოდი გახლდათ.“- განუცხადა კრიხოვიაკმა sport-express-ს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი, საბა კვირკველია შოტლანდიელმა მსაჯმა, ბობი მადენმა მატჩის 76-ე წუთზე გააძევა, „პორტუს“ მექსიკელ ერერას წინააღმდეგ უხეში ვარდნის შესრულების გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114801