„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ხარკოვში, „შახტარი“ 3:0 დაამარცხა. „ქალაქელთა“ უკრაინელმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ზინჩენკომ შემთხვევით სარგებლობა სცადა.
ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის 27 ბილეთი იყიდა, რომ მისი თამაშისთვის სტადიონიდან ეყურებინათ.
თუმცა, ზინჩენკოს გეგმამ არ იმუშავა - გვარდიოლამ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა და საბოლოოდ, მასაც „მეტალისტ არენის“ ტრიბუნებიდან მოუწია საკუთარი გუნდის თამაშის ყურება.