ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
გორგოძე პირველ წრეში მასპინძელ მირტილ გეორგესს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:3, 1:6, 4:6 დამარცხდა.