ბრიტანულ კუნძულ მენზე მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში 4 ტურის თავზე 2 ლიდერი გამოვლინდა: ჩინელი ჰაო ვანგი (2722) და აზერბაიჯანელი არკადი ნაიდიჩი (2721) ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს. ნინო ბაციაშვილმა (2482) და სოფიკო გურამიშვილმა (2378) 2-2 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, 77-ე და 95-ე ადგილებზე იმყოფებიან.