ფეხბურთი

14:05 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსას" და იკარდის სარევანშო შანსი

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მესამე ტური დასრულდება. წინ საკმაოდ საინტერესო მატჩები გველოდება, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ სამი შეხვედრაა“ „ბარსელონა“ – „ინტერი“, „დორტმუნდი“ – „ატლეტიკო“ და პსჟ - „ნაპოლი“.

B ჯგუფს „ბარსელონა“ და „ინტერი“ 6-6 ქულით ლიდერობენ. შესაბამისად, გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. მასპინძლები მნიშვნელოვან თამაშს მთავარი ფიგურის, ლეო მესის გარეშე ხვდებიან, რომელმაც ხელი მოიტეხა. ეს „ინტერისთვის“ შანსია და ამაზე ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა. თავის მხრივ, იტალიური გუნდი ჩინებულ ფორმაშია და ბოლო ხუთი თამაში მოიგო. მათ შორის, „დერბი დელა მადონინა“. შედეგად, „ნერაძური“ კარგ ხასიათზეა. „ბარსა“ ლა ლიგაში არ იყო სტაბილური, მაგრამ მაინც ლიდერია და ლიგაზე კიდევ უფრო კარგად თამაშობს.

განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სტუმართა კაპიტან მაურო იკარდის თამაშს. ის „ბარსას“ აკადემიაში იყო და იქედან არცთუ კარგად გამოუშვეს. შესაბამისად, ძურისძიების შანსი აქვს არგენტინელს. მისთვის, რომ განსაკუთრებული თამაში იქნება, ეს თავად იკარდიმაც აღიარა მატჩისწინ.

ერნესტო ვალვერდე კი მეტოქეს აქებს, ამბობს, რომ არასდროს ნებდება და მესის არყოფნის გამო წუხს. თუმცა, დასძენს, მის გარეშეც შეგვიძლია თამაშიო. ვნახოთ, მალე გამოჩნდება.

„ბარსელონა“ და „ინტერი“ აქამდე 6-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და უპირატესობა ესპანელთა მხარესაა: 3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. თუმცა, ბოლოს 2009-2010 წლების სეზონში, ნახევარფინალური დუელი „ინტერმა“ მოიგო და შესაბამისად, კატალონელებს სარევანშოდ აქვთ საქმე. გეხსომებათ ჟოზე მოურინიოს „ინტერმა“ შინ 3:1 იმარჯვა, სტუმრად 0:1 წააგო და ფინალში გავიდა, სადაც თასიც მოიგო.

ამავე ჯგუფში „ტოტენჰემს“ ბოლო შანსი აქვს ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლოს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ამისთვის ჰოლანდიაში პსვ ენდჰოვენის დამარცხება სჭირდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჰოლანდიელებზეც, რადგან ორივე გუნდის აქტივში ამ დროისთვის 9 ქულაა.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი „დორტმუნდი“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუხვდება. ორივე გუნდი მაქსიმუმით მოვიდა აქამდე და 3 ქულა პლეი-ოფის გარანტორი იქნება. ლუისენ ფავრის ბიჭები მაგრად უბერავენ და ბუნდესლიგაშიც ლიდერები არიან, აი, დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგაში ცოტა მძიმედ თამაშობს, მაგრამ ლიდერებშია და ყველაფრის შანსი აქვს.

კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი „პარკ დე პრენსზეა“ ჩანიშნული. პსჟ იტალიურ „ნაპოლის“ დაუხვდება. იტალიელებმა წინა ტურში „ლივერპული“ დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებენ. ახლა კარლო ანჩელოტის გუნდს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. თანაც, პსჟ ხომ დიდებულ ფორმაშია და ლიგა 1-ში ყველა თამაში მოიგო. თუმცა, ერთია საფრანგეთის ჩემპიონატი და მეორე ჩემპიონთა ლიგა. ანჩელოტის ფორმაციის „ნაპოლი“ არაა ისეთი თვალსასეირო, როგორც მაურიციო სარის, მაგრამ პლიუსებიც აქვს - მაგალითად, ნეაპოლიტანელთა თამაში უფრო მეტი ბალანსი შეინიშნება.

ჯგუფი

„ბრიუგე“ – „მონაკო“

„ბრიუგე“ (3-5-2): ლეტიცა; დენსვილი, მეჩელე, მიტროვიჩი; გრონეველდი, რიცი, ვანაკენი, ვორმერი, ვლეტინკი; რეზაეი, ვესლი

„მონაკო“ (4-3-3): ბენალიო; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; აჰოლუ, ტილემანსი, შადლი; გოლოვინი, სილა, იოვეტიჩი

„დორტმუნდი“ – „ატლეტიკო“

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, დიალო, ზაგადუ, ჰაკიმი; ვიტსელი, დელანი; პულიშიჩი, როისი, სანჩო; ფილიპი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ერნანდესი; კოკე, როდრიგო, საული, ლემარი; გრიზმანი, დიეგო კოშტა

ჯგუფი

პსვ ეინდჰოვენი - „ტოტენჰემი“

პსვ ენდჰოვენი (4-3-3): ზუტი; ანგელინო, ვიერგევერი, შვააბი, დუმფრისი; ჰენდრიქსი, პერეირო, როზარიო; ბერგვინი, დე იონგი, ლოსანო

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვერელდი, სანჩესი, დევისი; ვინკსი, დაიერი; ერიკსენი, ლამელა, სონი; კეინი

„ბარსელონა“ – „ინტერი“

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; ბუსკეტსი, არტური, რაკიტიჩი; კოუტინიო, სუარესი, დემბელე

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ვრსალკო, დე ვრეი, მირანდა, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; კანდრევა, ბორხა ვალერო, კეიტა; იკარდი

ჯგუფი

პსჟ - „ნაპოლი“

პსჟ (4-3-3): არეოლა; მუნიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ბერნატი; ვერატი, რაბიო, დი მარია; ნეიმარი, მბაპე, კავანი

„ნაპოლი“ (4-4-2): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ზიელინსკი; ინსინიე, მილიკი

„ლივერპული“ – „ცრვენა ზვეზდა“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ვეინალდუმი, შაქირი; სალაჰი, ფირმინო სტარიჯი

„ცრვენა ზვეზდა“(4-5-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, დეგენეკი,ბაბიჩი, გობოლიჩი; ებესილიო, იოვიჩიჩი, ბენი, კრსტიჩიჩი, სრნიჩი; ბოაჩი

ჯგუფი

„ლოკომოტივი“ – „პორტუ“

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, კვირკველია, ჰიოვედესი, იდოვუ; კრიხოვიაკი, დენისოვი, ფერნანდეში, ანტონ მირანჩუკი, ალექსეი მირანჩუკი; ედერი

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; ერერა, დანილო, ოლივეირა; ბრაჰიმი, კორონა, მარეგა

„გალათასარაი“ – „შალკე“

„გალათასარაი“ (4-2-3-1): მუსლერა; ლინესი, მაიკონი, ოზან კაბაკი, ნაგატომო; დონკი, ნდიაე; როდრიგესი, ბელჰანდა, სინანი; დერდიოკი

„შალკე“ (4-3-3): ნიუბელი; კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, მენდილი; მასკარელი, რუდი, მაკენი; კონოპლიანკა, ემბოლო, უტი

0.215752