კალათბურთი

12:52 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუ უილ სმიტთან

BBBL-ის ტურნირზე ზაზა ფაჩულიას აკადემიის 2006-წლიანებმა ხუთიდან 4 თამაში მოიგეს. გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბიჭები, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, უკვე თბილისში არიან, ვარჯიშობენ.

ვესაუბრებით მთავარ მწვრთნელს, უილ სმიტს.

1. შეაფასეთ ტურნირი.
უილ სმიტი: "კარგი გამოცდილება მივიღეთ. შევხვდით რთულ, მებრძოლ ოპონენტებს. იყვნენ ჩვენზე სუსტებიც. ეს პროგრესის შანსს გვაძლევს. დავინახეთ, სად უნდა მოვუმატოთ. მოთამაშეები მოედნის გარეთაც ერთად უნდა იზდებოდნენ. ლატვია ლამაზი ქვეყანაა. ველოდებით იქ დაბრუნებას და მეტი შეხვედრის ჩატარებას.

2. რა წავიდა გეგმით და რა - არა?
უ.ს: "კარგით დავიწყოთ - დაცვაში მოვუმატეთ. ენერგიულად ვითამაშეთ, ვიყავით აგრესიულები და ბოლო წამამდე ვიბრძოდით. იმ შეხვედრაში, რომელიც წავაგეთ, ზედმეტად არაგუნდურად ვითამაშეთ, დავკარგეთ კონცენტრაცია ბოლო წუთებში. ეს ხდება ხოლმე დაძაბულ მატჩებში, მაგრამ კარგია თუ აღარ მოხდება.

3. რამდენიმე სიტყვა თქვენს ასისტენზე, დავით მუმლაძეზე.
უ.ს: "მუმლა კარი მწვრთნელია. სწავლობს, საკუთარ თავზე მუშაობს. ბევრ რამეში მეხმარება, სკაუტინგით, თუნდაც. მოთამაშეებს სწორ აქცენტებს უკეთებს.

4. რა გეგმები გაქვთ?
უ.ს: "უნდა გავიგოთ, როდის დაიწყება საქართველოს ჩემპინატი. ვაგრძელებთ ვარჯიშს ტექნიკურ დეტალებზე და ველოდებით ჩემპიონატის დაწყებას."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120197