მაინცდამაინც კარგი დრო არ უდგას მადრიდის “რეალს“. ცხადია სამეფო კლუბი ისე არასოდეს დაეცემა დიდი ტიტულებისთვის რომ არ იბრძოლოს, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს ამ კლუბიდან წასვლის შემდეგ მადრიდული გუნდი ძველებურად ძლევამოსილი ვეღარაა.
მარტივი ლოგიკის ნაწილია, რომ როდესაც კლუბი სასურველად ხარისხიან ფეხბურთს ვერ თამაშობს, მისი ქომაგების რიცხი იკლებს ეს ამბავი კარგად უწყიან “რეალის“ მენეჯერებმა და ყველაფერს აკეთებენ “სანტიაგო ბერნებეუს“ მრავლსიმნახველ ტრიბუნებზე ცნობილი ადამიანების კვლავ დასაბრუნებლად.
ამის ნათელი მაგალითია ის, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილ რუს-თათარ მოდელს, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ გულისსწორს - ირინა შეიკს მადრიდული გუნდის ბოსებმა ოფიციალურად ერთწლიანი აბონიმენტი გაუგზავნეს და წერილიც მიაყოლეს, სადაც თავპატიჟდაუდებლად სთხოვენ, რომ ირინამ გაიხსენოს ძველი დრო და კვლავინდებურად დაამშვენოს სანტიაგო ბერნებეუს“ ტრიბუნები.
ცნობისათვის, ირინას ამჟამინდელი ქმარი, მსახიობი ბრედლი კუპერი ფეხბურთისადმი გულგრილი სულაც არაა და არაა გამორიცხული, რომ ეს საჩუქარი შეიკმა წესისამებრ შეიშნოვოს.