თამაშგარე

12:08 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟიზელი ამბობს, კაკა სიყვარულს მეფიცებოდაო...

უპოპულარულესი ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი რა გასაკვირია, რომ სხვადასხვა სატელევიზიო შოუების მუდმივი და სასურველი სტუმარია. ასეთი ტიპის გადაცემების მესვეურნი კი მუდამჟამს იმაზე არიან ჩასაფრებული, ცნობილ ადამიანებს რაიმე სკანდალური ამბავი როგორ გამოსტყუონ და მერე ამაზე აგორონ მთელი ოცობოდია.

სწორედ ასეთი ამბავი დასტყუა ერთ-ერთი ბრაზილიური სკანდალური შოუს წამყვანმა ჟიზელ ბუნდჰენს, რომელმაც აღიარა, რომ ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა ჯერ კიდევ ცოლიანი კაცი იყო, როდესაც შეხვედრებს მთხოვდა და სიყვარულს მეფიცებოდაო.

დღეს კაკა თავის ცოლს უკვე დაშორებულია და ეს ამბავი მართალიც რომ იყოს, მოჩხუბარი აღარავინ ეყოლებოდა. მაგრამ ჟიზელ ბუნდჰენის დაუდევარი წამოყრანტალება მაინც უცნაურად გვეჩვენა. ამ ქალმა პირი რომ მოაღოს და თავისი ყველა თაყვანისმცემელი “ჩაუშვას“, იქ ამბავი დატრიალდება - დედა შვილს არ აიყვანს ხელში...

0.117705