“საწოლის შამავსებელ“ ჩათქვირულ ქალებზე გადარეული ლუარსაბ თათქარიძეს მხოლოდ წიგნის ფურცლებზე რომ არ ეცხოვრა და ჩვენი დროის დანიის მოქალაქე ყოფილიყო, აუცილებლად შეიყვარებდა კოპენჰაგენელ მოდელს, კია სანდის, რომელიც ერთი შეხედვით მოდელს ნამდვილად არ მოგაგონებთ.
მია სანდი ბავშვობიდან ძალოსნობითაა გატაცებული და ეს მისი სხეულის ფრიად მსუყე და საგულისხმო ფორმებზეც აისახა. წარმოდგენილ ფოტოებში ალბათ კარგად ხედავთ ქალბატონი მიას ფორმებისა და შესაძლებლობების გრანდიოზულობას, რამაც ამ დედაკაცს სახელი მთელს დუნიაზე გაუთქვა.
არამხოლოდ დანიასა და სკანდინავიაში, მთელს ევროპაში ქალის სპორტული ინვენტარი არ გაჭაჭანებულა ისე, მის გასარეკლამებლად მიას სანდისთვის რომ არ ეხმოთ. ერთ რამედ ღირს იმის ცქერა, ახალი წარმოების სპორტულ შარვალს ეს ქალი როგორი წვალებთ იცვამს ფერხორციან სხეულზე და მუდამ იმის შიშშია, წინ ზედმეტად არ გადაიხაროს და ფხრაწანი არ გაადენინოს...