ფეხბურთი

10:17 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუარესებში ძეობაა - ლუისს მესამე შვილი შეეძინა

„ბარსელონას“ ურუგვაელ შემტევს, ლუის სუარესს ვაჟი შეეძინა. ეს მისი მესამე შვილი გახლავთ. ახალდაბადებულის ფოტო სუარესმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. მშობლებმა ჩვილს ლაუტარო დაარქვეს.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ლაუტი, - წერს ფეხბურთელი - უბედნიერესები ვართ, რომ ჩვენს შორის გამოჩნდი. დედა მშვენივრად გრძნობს თავს. ისევე, როგორც და-ძმა. დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის.

სუარესს და მის მეუღლე სოფიას ლაუტარომდე უკვე ჰყავდათ გოგონა დელფინა და ვაჟი ბენხამინი.

გუშინ სუარესს, ძეობის გამო, არ უვარჯიშია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, იტალიური „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121336