39 წლის ივო კარლოვიჩმა კანადური კალგარის ჩელენჯერი მოიგო. ივო გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთლი, რომელმაც ჩელენჯერის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.
კალგარის ჩელენჯერის ტურნირის ფინალში კარლოვიჩმა ჯორდან ტოპსონი 7:6, 6:3 დაამარცხა.
კარლოვიჩამდე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც ჩელენჯერი მოიგო დიკ ნორმანი (38 წლის) იყო.
კარლოვიჩს კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, 8 ATP-ის ტურნირი აქვს მოგებული.