ლონდონის „არსენალი“ შეუჩერებელია. უნაი ემერის გუნდმა 2007 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ 10 მატჩის მოგება. თუმცა, ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ სერიის გაგრძელება ძალიან რთულია.
ემერიმ „ლესტერთან“ (3:1) შეხვედრის შემდეგ ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა:
„მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. არც პირველი იყო ცუდი, მაგრამ აქტიურად ვერ დავიწყეთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება გახლდათ, რომელიც დავიმსახურეთ. იოზილი? ყოველ ვარჯიშზე და თამაშზე ამტკიცებს, რომ მაღალ დონეზეა. მესუთმა და მთელმა გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს.
ტიტულისთვის ბრძოლაში ყველა მატჩი ჩვენთვის გამოწვევაა და ძალიან რთულია გამარჯვებების სერიის გაგრძელება. მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ“, - აღნიშნა ემერიმ.
„არსენალი“ ამჟამად პრემიერლიგაში მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს „ჩელსისთან“ და „ტოტენჰემთან“ ერთად 21 ქულით. ლიდერებთან („სიტი“ და „ლივერპული“) ჩამორჩენა კი მხოლოდ 2 ქულაა.
აქვე გეტყვით, რომ მეთოფეებმა“ სეზონი ორი წაგებით დაიწყეს, მაგრამ მას შემდეგ ზედიზედ 10 თამაში მოიგეს (7 პრემიერლიგაში, 2 ევროპა ლიგაზე, 1 ინგლისის ლიგის თასზე).