კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. შესაბამისად, პორტუგალიელი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა და მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც მასიმილიანო ალეგრის ახლდა.
ბრიტანელ ჟურნალისტებს არცერთი დეტალი არ გამოპარვიათ და ყურადღება კრიშტიანუს საათზე გაამახვილეს.
როგორც გაირკვა, რონალდუს საათი 424 წითელი და თეთრი ბრილიანტისგან შედგება და 15.25 კარატიანია.
Sun-ის ცნობით, საათის ღირებულება 2 მილიონ ევროს აღწევს, Jacob & Co-ს ბრენდისაა და კრიშტიანუს 2013 წლიდან ეკუთვნის.