ჭიდაობა

16:50 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭიდავეებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ცნობილი გახდა იმ მოჭიდავეთა ვინაობა, რომელთაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებისთვის შეერკინებიან.

შეგახსენებთ, რომ იაკობიშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში სლოვაკი ტაიმურაზ სალკაზანოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5:1 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა და 1:3 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზურაბის პირისპირ მონღოლი ბიამბადორჯ ბატ ერდენე იქნება, რომელმაც რეპეშაჟში თურქი მუსტაფა კაია 8:6 დაამარცხა.
ნახევარფინალამდე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა ოდიკაძემ. მან მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს დრამატულ შერკინებაში აჯობა – 4:3. ნახევარფინალში ოდიკაძემ უძლიერეს რუს ფალავან აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.
ელიზბარი კვარცხლბეკზე იმ შემთხვევაში ავა, თუკი საღამოს უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვს აჯობებს. ამ უკანასკნელმა დღეს სანუგეშო რაუნდში მაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვის დაჯაბვნა მოახერხა – 5:0.
23 ოქტომბერს ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.

70 კგ.

ფინალი
ადამ ბატიროვი (ბაჰრეინი) - მაგომედ რასულ გაზიმაგომედოვი (რუსეთი)

ბრინჯაოსთვის
ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო) - ბიამბადორჯ ბატ ერდენე (მონღოლეთი)
ფრანკლინ მარენ კასტილო (კუბა) - ანდრიი კვიატკოვსკი (უკრაინა)

97 კგ.

ფინალი
კაილ სნაიდერი (აშშ) - აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

ბრინჯაოსთვის

ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) - მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი)
აბრაჰამ კონიედო რუანო (იტალია) - პავლო ოლიინიკი (უნგრეთი)

0.116206