ფეხბურთი

12:23 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი“ „რონალდუს ერთადერთი შეცდომა „იუვენტუსში“ გადასვლაა“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლას მისი ერთადერთი შეცდომა უწოდა.

„რონალდუს სერია A-ში მოსვლა შესანიშნავია. იტალიური ფეხბურთის უმაღლესი ლიგა ყოველთვის სუპერვარსკვლავებით იყო სავსე: მარადონა, პლატინი, ზიკო, ზიდანი, რონალდო, შევჩენკო, კაკა, იბრაჰიმოვიჩი...

თუმცა, ბოლო 10 წელიწადია ყველაფერი შეიცვალა, ამიტომ რონალდუ ძველ სიტუაციას დააბრუნრებს. ის ნაღდი პროფესიონალია. ერთადერთი მისი შეცდომა კი „იუვენტუსში“ გადასვლაა“ - ციტირებს ანჩელოტის ხუმრობანარევ სიტყვებს Football Italia.

მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტია ტიტულისთვის ბრძოლაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111988