ფეხბურთი

2:02 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა კლინსმანის რეკორდი დაამხო

მესუთ იოზილმა სახელოვანი თანამემამულის, იურგენ კლინსმანის რეკორდი გაიმეორა. „არსენალის“ შემტევმა პრემიერლიგაში 30-ე გოლი გაიტანა და გერმანელ ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

კლინსმანმა იგივე შედეგი მაშინ დააფიქსირა, როცა „ტოტენჰემის“ რიგებში თამაშობდა.

პრემიერლიგის გერმანელ ბომბარდირთა დავაში იოზილისა და კლინსმანის გარდა, უვე ზეელერი (29 გოლი), რობერტ ჰუტი (21) და ლუკას პოდოლსკი (19) არიან.

აქვე გეტყვით, რომ „არსენალმა“ „ლესტერ სიტი“ 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. უნაი ემერის გუნდი პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ ერთად 21 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.121636