News

21:22 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისკო რონალდუზე: "ვერ ვიტირებთ იმის გამო, ვისაც აქ ყოფნა არ სურდა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკო ალარკონმა ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, კრიშტიანუმ გუნდის დატოვება თავად გადაწყვიტა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიტიროთ იმ ფეხბურთელის გამო, რომელსაც აქ ყოფნა არ სურდა“, - თქვა ისკომ.

ესპანელმა ხულენ ლოპეტეგიც დაიცვა:

„მშვიდად ვართ. ვფიქრობ, ყველა ერთად თუ ვიქნებით, ჩვენი სეზონი დიდებული გახდება“, - დასძინა ისკომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენს“ დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება.

0.10935