ფეხბურთი

18:40 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი: "შედეგები რეალობას არ ასახავენ"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი რთულ პერიოდს დაძლევს.

„გუნდი ცოცხალია და ბედნიერები ვართ ხვალინდელი თამაშით. ჩემპიონებს შეუძლიათ რთული მომენტების გადალახვა. ჩვენს სისხლში არის ბრძოლა და ბრძოლა. ყველა იბრძოლებს, ფეხბურთელები, მწვრთნელები და ვიცით, რომ ჩვენი თამაში გასაუმჯობესებელია.

ყურადღებას არ ვაქცევ იმას, თუ რას წერს პრესა. ჩემი მიზანი გუნდის მომზადებაა შემდეგი შეხვედრისთვის. ჩვენ მოტივირებულები ვართ და მზად ვართ ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ბოლოდროინდელი შედეგები რეალობას არ ასახავენ“, - განაცხადა ლოპეტეგიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ბოლო ხუთი მატჩი ვერ მოიგო და მათ შორის, ოთხი წააგო. „სამეფო კლუბი“ ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენს“ 23 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115819