ჭიდაობა

0:07 | 23.10.2018 | ნანახია 1757 - ჯერ

წარუმატებელი დღე ბუდაპეშტში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის. ორმა ჩვენებურმა ნახევარფინალური ორთაბრძოლები დათმო, ორმაც კი – ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს – დავით ხუციშვილსა (79 კგ.) და დავით მარსაგიშვილს (92 კგ.) ჰქონდათ.
ხუციშვილი მე-3 ადგილისთვის რუს ახმედ გაჯიმაგომედოვს შეერკინა და 0:10 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დავითმა საწყის რაუნდებში ანგოლელ ფრანსისკო დე დეუს კადიმასა (12:0) და თურქ აიჰან სუჯუს (5:0) სძლია, მეოთხედფინალი კი მომავალ ჩემპიონ – ამერიკელ კაილ დუგლას დეიკთან დათმო – 0:11. სანუგეშო რაუნდში დავითმა გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო, გაჯიმაგომედოვთან კი ვეღარაფერი გააწყო.
ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება ასევე უშანსოდ დათმო დათო მარსაგიშვილმა. ქართველი მოჭიდავე ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანთან 1:12 დამარცხდა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, მარსაგიშვილმა მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ – ჯ’დენ მაიკლ ტბორი კოქსთან (აშშ) 2:6 წააგო, რეპეშაჟში კი მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს 8:0 სძლია.
დღესვე ნახევარფინალური შეხვედრები წააგეს მსოფლიოს ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.). იაკობიშვილმა მერვედფინალში სლოვაკი ტაიმურაზ სალკაზანოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5:1 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა და 1:3 დამარცხდა.
ხვალ, 23 ოქტომბერს ზურაბი მე-3 ადგილისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს გაეჯიბრება, რომელიც ამ სამიდან ერთ-ერთი იქნება: მუსტაფა კაია (თურქეთი), ჰაისლან ანტონიო ვერანეს გარსია (კანადა) ან ბატ ერდენე (მონღოლეთი).
ნახევარფინალამდე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა ოდიკაძემ. მან მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს დრამატულ შერკინებაში აჯობა – 4:3. ნახევარფინალში ოდიკაძემ უძლიერეს რუს ფალავან აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.
ელიზბარი ბრინჯაოს მედლისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი 3 მოჭიდავიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება: მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია), მამედ იბრაგიმოვი (ყაზახეთი), მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი).


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:10 | 23.10.2018
arsena8 (731)

ვაა, ყველა ქვეყანას დაღესტნელი ლეგიონერები ყავთ, აულების ჩემპიონატი ჩაატარონ რაღა!

14:59 | 23.10.2018
sabonis (9584)

დღეს ვინ ჭიდაობს?

11:43 | 23.10.2018
UXXUCES (134)

# KoRBeN DaLLaS # არანაირი უპირატესობა არ აქვთ მიმტუმეტეს სნეიდერს რუსსმა შეიდზლება გაუქაHოს ჯანის ხარჯზე პირველი პერიოდი

11:39 | 23.10.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

შარშანდელი მსოფლიოს მიმდინარეობისას დავწერე, რომ სნეიდერ-სადულაევი უფრო შთამბეჭდავი აფიშაა, ვიდრე პეტრიაშვილი-აკგული მეთქი და ასეც ხდება - ჩემი აზრით ამერიკელისა და "რუსის" დაპირისპირება უმთავრესი მოვლენაა "ვოლნიკებში".
ასეთი დილეტანტური შეკითხვა მაქვს და იქნებ მან მიპასუხოს, ვისაც აქვს ჭიდაობის გამოცდილება - რა შანსი აქვთ გინდ სადულაევს და გინდ სნეიდერს პეტრიაშვილთან ? გასაგებია, რომ წონაში 30 კგ-იანი სხვაობაა თითქმის. თუმცა ვფიქრობ რომ გარკვეული უპირატესობები იმ ორ პიტბულსაც გააჩნიათ.

16:33 | 24.10.2018
v.k. (170)

მე მინახავს გაცალოვისა და მახოვის ჭიდაობა, რისეთის შიდა ჩემპიონატი იყო მგონი. გაცალოვმა მოუგო სწორედ სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე. თუმცა მახოვის ბევრად აღემატებოდა ფიზიკური ძალით თუ სიმაღლით. ამით არ ვამტკიცებ იმას, რომ სნაიდერი ან სადულაევი გენოს მოუგებენ მეთქი უბრალოდ ფაქტი მოვიყვანე.

23:40 | 23.10.2018
bedena (96)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:45 | 23.10.2018
bedena (96)

არ ვიცი რატომ დამბლოკეს ? დავწერე YouTube ნახეთ სნაიდერის
და აგულის ერთობლივი ვარჯიში, განსხვავება 30 კგ ნათლად სჩანს. ვიდეო დადებულია 14.02.18

23:50 | 23.10.2018
bedena (96)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:54 | 23.10.2018
bedena (96)

მიბლოკავენ ვიდეოს დასახელებას

23:51 | 23.10.2018
bedena (96)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:52 | 23.10.2018
ალექსანდრე (6188)

ძიუდოში უფრო აქვთ შანსი დაბალი წონის ათლეტებს, ვიდრე თავისუფალში ან ბერძნულ-რომაულში.

12:45 | 23.10.2018
Socrates (1377)

ერთადერთი სისწრაფით თუ რამეს მოახერხებენ, თორემ სიმაღლეში და წონაში ისეთი დიდი სხვაობა აქვს გენოს, რომ გაუჭირდებათ ძალიან... ალბათ 20%-80%-ზე

0.072924