ფეხბურთი

20:55 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ემრე ჯანი და მანჯუკიჩი გამოაკლდნენ

ტურინის "იუვენტუსისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ ემრე ჯანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი იტყობინება, ჯანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს და გამოკვლევები სჭირდება. ტურინელთა ცნობით, არაა გამორიცხული ოპერაციის გაკეთებაც საჭირო გახდეს.

ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდით ჩამოშორდება გერმანელი ფეხბურთს. შეგახსენებთ, ემრე ჯანი "იუვენტუსმა" გასულ ზაფხულს ინგლისური "ლივერპულიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 თამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

გარდა ამისა, "იუვეს" მანჩესტერთან" შეხვედრაში მარიო მანჯუკიჩის ვერ დაეხმარება, რომელმაც ბოლო ვარჯიშზე ტერფი დაიზინია. წინასწარი ინფორმაციით, ხორვატს შესაძლოა, 3 კვირა გაუცდეს.

0.112571