გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„დენვერმა“ შინ ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ 100:98 დაამარცხა. მატჩის ბოლო წამზე ტეფ კარი მეტოქის სამწამიანში შევიდა და თანაგუნდელ ჯორდან ბელს მისცა ბურთი, რომელმაც ჩატენვა განიზრახა, მაგრამ იქვე დენვერელთა ესპანელი ფორვარდი ერნანგომესი გამოჩნდა, რომელმაც ბლოკ-შოტი შეასრუალ და შეხვედრაც დასრულდა. პირველი ტაიმი „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო. მესამე პერიოდის ბოლო „დენვერი“ წინ გავიდა და მას შემდეგ ოკლენდელები წინ აღარ გასულან. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. „დენვერში“ ჰარისი 28 ქულით გამოირჩა, ნიკოლა იოკიჩს 23 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა.
„კლიპერსმა“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონს“ 115:112 მოუგო. მატჩის ბოლო წამზე ჯეიმს ჰარდენმა სამქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა. ჰარდენი საუკეთესო გახლდათ, 31 ქულა, 14 პასი. „კლიპერსში“ 23 ქულით ჰარისი გამოირჩა.
„კლივლენდი“ – „ატლანტა“ 111:133 (34:24, 26:40, 26:28, 25:41)
https://www.youtube.com/watch?v=2U45EyeDI8s
„ოკლაჰომა“ – „საკრამენტო“ 120:131 (32:34, 24:34, 34:29, 30:34)
https://www.youtube.com/watch?v=jrN9J-g7bwk
„დენვერი“ – „გოლდენ სტეიტი“ 100:98 (17:25, 30:24, 33:21, 20:28)
https://www.youtube.com/watch?v=qVhgD7mPym0
„კლიპერსი“ – „ჰიუსტონი“ 115:112 (29:24, 25:29, 39:31, 22:28)
https://www.youtube.com/watch?v=y5aMQdaRYT0