მადრიდის „რეალისთვის“ სეზონი იდეალურად არ დაწყებულა და ბოლო ხუთი მატჩიდან 4 წააგო, ვერცერთი მოიგო და კინკილა გოლი გაიტანა. ეს, რაღა თქმა უნდა, „სამეფო კლუბისთვის“ მიუღებელი და მეტიც, დამამცირებელი შედეგებია.
ჩნდება კითხვა - რაშია პრობლემა? სწორედ ეს კითხვა დაუსვა ავტორიტეტულმა გამოცემა As-მა მკითხველს: ვინ არის დამნაშავე „რეალის“ ბოლოდროინდელ ჩავარდნაში?
გამოცემამ მომხმარებელს მხოლოდ ორი პასუხი შესთავაზა - ფლორენტინო პერესი თუ ხულენ ლოპეტეგი.
გამოკითხვაში მონაწილეობა 80 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შედეგებს არ იკითხავთ? 87% მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის მთავარი შემოქმედი ფლორენტინიო პერესია. მხოლოდ 13%-ის აზრითაა ლოპეტეგი დამნაშავე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლოპეტეგის შესაძლო გათავისუფლების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. პოტენციურ შემცვლელთა სიაში შედიან ანტონიო კონტე და ხოსე მარია გუტი.