ფეხბურთი

1:29 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური პრიმერა კატალონიური არომატით

„ესპანიოლმა“ სტუმრად „უესკა“ დაამარცხა (0:2) და პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზე დადგა. მატჩის გმირი ბორხა იგლესიასი გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა. სხვათა შორის, 25 წლის ბორხამ შარშანდელი სეზონი იჯარით „სარაგოსაში“ გაატარა, სადაც ჩვენი გიორგი პაპუნაშვილის მხარდამხარ ირჯებოდა.

ახლა პრიმერას ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს კატალონიური, უფრო ზუსტად, ბარსელონური კლუბები - „ბარსელონა“ და „ესპანიოლი“ იყოფენ. მესამეზე კი ბასკური „ალავესია.“ მართლაც საოცარი სურათია.

„რაიო ვალეკანომ“ შინ, მადრიდში, „ხეტაფესთან“ 1:2 წააგო. მარიდელებმა ერთი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს. ეს სერხიო აკიემემ „მოახერხა.“ მატჩის ბოლო წუთებზე კი მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, ორი ყვითლის გამო მსაჯმა ოსკარ ტრეხო გააძევა.

პრიმერას მე-9 ტურის მთავარი ამბები კი შაბათს მოხდა. მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მესამედ წააგო, ამჯერად „ლევანტესთან (1:2) და მისთვის შეუფერებელ მე-7 ადგილზე დგას. “ბარსელონამ“ კი ლიდერი „სევილია“ დაამარცხა (4:2) და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა მათმა არგენტინელმა ლიდერმა, ლეო მესიმ ხელი მოიტეხა და დაახლოებით სამ კვირას ვეღარ ითამაშებს. ანუ, მომავალ კვირას „რეალთან“ „კლასიკოს“ ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. სხვათა შორის, 11 წლის განმავლობაში წლეულს პირველი შემთხვევაა, როცა „კლასიკო“ მესისა და რონალდუს გარეშე ჩატარდება.

ესპანეთი

ლა ლიგა. მე-9 ტური. 21 ოქტომბერი

უესკა - ესპანიოლი 0:2

უესკა. „ელ ალკეროსი.“ 6 943

0:1, 0:2 იგლესიასი (41, 64)

უესკა: იოვანოვიჩი, პულიდო, მირამონი, სემედუ, აკაპო, მუსტო (გიურლერი 74), მოი გომესი ავილა, გალარი (ფერეირო 57), ლონგო, ერნანდესი (მელერო 46)

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, ვილა, ხავი ლოპესი, დავიდ ლოპესი, ერმოსო, გრანერო, ვიკტორ სანჩესი, როკა, სერხიო გარსია (ბაპტისტაო 74), პერესი (პიატი 66), იგლესიასი (მელენდო 88)

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: ედუარდო პრიეტო

გაფრთხილება: მუსტო (58), ავილა (67), მირამონი (90+9); გრანერო (39), ერმოსო (68), ვილა (73)

რაიო ვალეკანო - ხეტაფე 1:2

0:1 ფულკიე (63), 0:2 აკიემე (67, საკ. კრში), 1:2 დე ტომასი (74)

გაძევება: ტრეხო (90+2)

ეიბარი - ბილბაო 1:1

1:0 ჩარლზი (17, პენ), 1:1 უილიამსი (21)

ბეტისი - ვალიადოლიდი 0:1

0:1 ანტონიო (35)

0.119778