საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის გუნდური პირველობა მედლის გარეშე დაასრულა.
საინტერესოა, რომ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჩაება, საქართველო კი ყველა შეხვედრას მინიმალური ჩამორჩენით იწყებდა, რადგანაც გოგონათა კატეგორიაში მხოლოდ 3 მონაწილე გვყავდა (გუნდების შემადგენლობაში 4 ვაჟი და 4 გოგონა იყო).
საქართველოს ნაკრები ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც საფრანგეთს 5:3 სძლია, ნახევარფინალში იაპონიასთან 1:5 წააგო, ბრინჯაოს შერკინებაში კი რუსეთთან 3:5 დამარცხდა.