ფეხბურთი

22:23 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მართალი მარკო

ხანდახან ისეც ხდება, ამა თუ იმ მწვრთნელს, საკუთარი გენიალურობისა თავადვე გაუკვირდება ხოლმე. სწორედ ასე მოხდა კვირა საღამოს, „გუდისონ პარკზე,“ სადაც ინგლისური პრემიერლიგის მე-9 ტურის ბოლოსწინა მატჩში, „ევერტონი“ „კრისტალ პალასს“ მასპინძლობდა.

შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა. გოლები კი არ ჩანდა.

და აი, 82-ე წუთზე მასპინძელთა დამრიგებელმა, პორტუგალიელმა მარკო სილვამ მინდორზე ერთდროულად ადემოლა ლუკმანი და დომინიკ კალვერტ-ლევინი გაიყვანა, რომლებმაც რამდენიმე წუთში შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და კალვერტ-ლევინმა ანგარიში გახსნა.

მალევე ასევე შეცვლაზე შესულმა თურქ-გერმანელმა ჯენკ ტოსუნმა მეორეც შეაგდო და საქმე მოამთავრა 2:0.

თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მანამდე, „კრისტალ პალასის“ სერბმა ლუკა მილივოევიჩმა პენალტი ვერ გაიტანა. ჯორდან პიკფორდმა აუღო. „ევერტონის“ მეკარემ კიდევ რამდენიმე „მკვდარი“ ბურთი მოიგერია.

ამ გამარჯვების წყალობით „ევერტონი“ ცხრილში სამი საფეხურით დაწინაურდა.

მე-9 ტური კი ორშაბათს, „არსენალ“ – „ლესტერის“ მატჩით დაიხურება.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-9 ტური. 21 ოქტომბერი

ევერტონი - კრისტალ პალასი 2:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 38 668

1:0 კალვერტ-ლევინი (87), 2:0 ტოსუნი (89)

59-ე წუთზე ლუკა მილივოევიჩმა ვერ გაიტანა პენალტი

ევერტონი: პიკფორდი, კოულმენი, დინი, ზუმა, მაიკლ კინი, სიგურდსონი, გუეი, ბერნარდი (ტოსუნი 67), გომეში (კალვერტ-ლევინი 82), უოლკოტი (ლუკმანი 82), რიშარლისონი

მწვრთნელი: მარკო სილვა

კრისტალ პალასი: ჰენესი, საკო, ტომკინსი, ვან ანჰოლტი, შლუპი, ვან-ბისაკა, მაკარტური (უიქემი 89), კუიატე, თაუნსენდი, მილივოევიჩი, ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: გუეი (29), კოულმენი (80); მილივოევიჩი (51)

0.118023