თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში დასრულდა საქართველოს თასის ღია გათამაშება.
დღეს შეჯიბრების ბოლო დღეს ჩემპიონები და პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.
ქალები. 1/2: მარია ზაკირჩენკო-ევა აგამიანი 15-6, კრისტინა ჭიტაძე-თინათინ ნუცუბიძე 15-12
ფინალი: მარია ზაკირჩენკო-კრისტინა ჭიტაძე 15-10.
ვაჟები. 1/2: არამაის გაბოიანი (სომხეთი)-ლევან ფცქიალაძე 15-12, ლაშა გალუაშვილი-მიქაელ კაზარიანი(სომხეთი) 15-14
ფინალი: ლაშა გალუაშვილი-არამაის გაბოანი (სომხეთი) 15-12
გუშინ საუკეთესოები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.
ქალები. 1/2: თეონა გოგლიძე-ლიზა ლხინაძე 15-11, მარიამ ტუღუში-ნატალია ხარაიშვილი 15-10.
ფინალი: თეონა გოგლიძე-მარიამ ტუღუში 15-5.
ვაჟები. 1/2: ლუკა ღაღანიძე-ალექს აზიზიანი (სომხეთი) 15-2, ლაშა გალუაშვილი-თემურ ჟუჟუნაშვილი 15-7.
ფინალი: ლუკა ღაღანიძე-ლაშა გალუაშვილი 15-11.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური