კალათბურთი

13:45 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ოთხიანები და მეოთხე გამარჯვება

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ცენტრის გუნდი “მანრესას” ესტუმრა და მართალია, პირველი ტაიმის მერე 5 ქულით აგებდა, საბოლოოდ, დამაჯერებლად – 96:87 მოიგო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:51 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელებმა 4 მოგება და 1 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 27 ოქტომბერს, შინ, შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061096