ფეხბურთი

16:47 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა ბენ ჩილუელმა "ლესტერთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ივლისამდე დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჩილუელი "ლესტერის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ბენმა "მელიების" მაისურით 62 შეხვედრა ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის სექტემბერში მიიწვიეს და "სამი ლომის" რიგებში სამი შეხვედრა ჩაატარა. ჩიუელის სატრანსფერო ღირებულება 13.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112838