კალათბურთი

11:15 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 5 ქულა და გამარჯვება ჩიკაგოში

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ გასვლაზე „ჩიკაგო ბულზი“ 118:116(VIDEO)დაამარცხა.

ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ზაზამ 7-დან ერთი ორქულიანი და 6-დან სამი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი გადამწყვეტი ბოლო წამი გამოდგა, 116:116-ზე სმიტმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო. „ჩიკაგოში“ 33 ქულით ზაკ ლავინი გამოირჩა. ხოლო „დეტროიტში“ საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი შესძინა.

„დეტროიტი“ 2-დან ორი მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები შინ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდებიან, მატჩი 24 ოქტომბერს თბილისის დროით 03:00 საათზეა ჩანიშნული.

0.113206