ფეხბურთი

1:31 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" შეუჩერებელია

მიუნხენის „ბაიერნს“ სანაკრებო პაუზამ სულზე მოუსწრო და მოუხდა კიდეც. ნიკო კოვაჩის გუნდმა ოთხთამაშიანი წარუმატებელი სერია ვოლფსბურგში დაასრულა, სადაც თამაში ადვილი არაა. „რეკორდმაიტერმა“ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია და მეტოქეს ერთი ხელის მოსმით აჯობა.

რობერტ ლევანდოვსკის დუბლით მიუნხენელებმა საგრძნობი უპირატესობა მეორე ტაიმის სტარტზევე მოიპოვეს. აი, მერე არიენ რობენი გააძევეს და „მგლებმა“ ერთი გოლი გაქვითეს. თითქოს, „ვოლფსბურგს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა, ხამეს როდრიგესი, რომელმაც ორბუთიანი სტატუსქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

თუ „ბაიერნმა“ წარუმატებელი სერია დაასრულა, „დორტმუნდი“ წარმატებულ სერიას არ ასრულებს. ძალიან მაგარი ფორმაში არიან ჯეიდონ სანჩო, მარკო როისი, პაკო ალკასერი და საერთოდ, მთლიანად „დორტმუნდი“. „ყვითლებმა“ გასავარდნ ზონაში მყოფი „შტუტგარტი“ გაანადგურეს და ლიდერობა შეინარჩუნეს. „ბორუსიამ“ 25-ე წუთისთვის გააკრვია ყველაფერი, როცა უკვე 3:0 ამარცხებდა მეტოქეს და ბუნებრივია, მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არც გაუშვია.

ვიცე-ჩემპიონმა „შალკემ“ კი ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ისევ წააგო და პლეი-აუთის ზონას დაუბრუნდა. გელზენკირხენში დიდებულ ფორმაში მყოფი „ვერდერი“ ჩაიდა და ეგეშტეინის დუბლით მოიგო. შედეგად, „ბრმენელი მუსიკოსები“ მეორე ადგილზე არიან და „დორტმუნდს“ უდგანან კვალში.

„ნიურნბერგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ბეჰრესი (18, პენ), 1:1 ნელსონი (50), 1:2 ნელსონი (57), 1:3 შალაი (67)

„ლევერკუზენი“ – „ჰანოვერი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 მუსლია (25), 1:1 ბენდერი (34), 1:2 ფელიპე (54), 2:2 ბელარაბი (90)

„აუგსბურგი“ – „ლაიფციგი“ 0:0 (0:0)

„შტუტგარტი“ – „დორტმუნდი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 სანჩო (3), 0:2 როისი (23), 0:3 პაკო ალკასერი (25), 0:4 ფილიპი (85)

„ვოლფსბურგი“ – „ბაიერნი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (30), 0:2 ლევანდოვსკი (48), 1:2 ვერგორსტი (63), 1:3 ხამესი (72)

„შალკე“ – „ვერდერი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ეგეშტეინი (43), 0:2 ეგეშტეინი (66)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121715