ფეხბურთი

22:50 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ათიდან ათი (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა. პსჟ-მ შინ "ამიენი" 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 30 ქულით ლიდერობს. პარიზული გუნდიდან გოლები კილიან მბაპემ, მარკინიოსმა, იულიან დრაქსლერმა, მუსა დიაბიმ და ადრიენ რაბიომ გაიტანეს.

პსჟ-მ "სენტ ეტიენის" შედეგი გაიმეორა. პარიზელებმა ჩემპიონატის დაწყებიდან 10 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანეს, "სენტ ეტიენმა" კი 1969/70 წლების სეზონში პირველმა მოახერხა ასეთი შედეგიანი თამაში და მაშინ ტურნირი იოლად მოიგო. ასევე უნდა ითქვას, რომ პსჟ-ს განვლილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ნეიმარს, ტიაგო სილვას და ტომა მუნიეს, რომლებიც მწვრთნელმა დაასვენა.

თეგებიპსჟ
0.123152