ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ჯენოასთან" მიმდინარე იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 400 გოლის გატანა შეძლო.
რონალდუმ მადრიდის "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 311 გოლი გაიტანა, მანამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 84-ჯერ გამოიჩინა თავი. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატში მეცხრე მატჩს ატარებს და უკვე მეხუთედ შეძლო გულშემატკივრების გახარება.