სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-12 ტურში ქართველების ტრნავას „სპარტაკმა“ „სენიცა“ ადვილად, 4:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად გამოიჩინა თავი.
ტრნაველთა რიგებში ითამაშა კიდევ ერთმა ჩვენებურმა, დავით სხირტლაძემ, რომელიც მინდორზე 78-ე წუთიდან გამოჩნდა. ჭანტურიშვილმა კი 90 წუთი გაატარა მინდორზე.
„სპარტაკი“ 12 ტურის შემდეგ 14 ქულით მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.