ჭიდაობა

17:33 | 20.10.2018 | ნანახია NaN - ჯერ

3 ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი მოჭიდავე გავიდა, სამმა მათგანმა კი ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. წარმატებას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ბექა ლომთაძემ (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძემა (74 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მიაღწიეს.

ლომთაძე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც სენეგალელ ადამა დიატას 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი იაპონელი კაზუია კოიანაგი 11:1 დაამარცხა. ნახევარფინალში ბექას მეტოქე რუსი გაჯიმურად რაშიდოვი იქნება.
კენჭაძემ გზიდან უზბეკი ბეკზოდ აბდურახმონოვი (12:12-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა), პოლონელი ანჯეი პიოტრ სოკალსკი (12:2) და აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი (5:2) ჩამოიცილა, ფინალის საგზურისთვის კი თურქ სონერ დემირტაშს გაეჯიბრება.
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის იოლად – 11:1 აჯობა, მეოთხედფინალში კი ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქე – რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 სძლია. ნახევარფინალში გენო ირანელ პარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანჯს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში წონის ერთ-ერთ ლიდერ თურქ ტაჯა აკგულს 3:2 მოუგო.
დღესვე ხალიჩაზე სანდრო ამინაშვილიც (86 კგ.) გავიდა და კვალიფიკაციაში კოლუმბიელი კარლოს არტურო იზკიერდო მენდეზს 6:2 მოუგო, თუმცა, მერვედფინალში პოლონელ ზბიგნიევ ბარანოვსკისთან 0:9 წააგო და მსოფლიო პირველობას ნაადრევად გამოეთიშა.
ნახევარფინალური ორთაბრძოლები საღამოს გახლავთ დაგეგმილი, მედლების მფლობელთა ვინაობა კი, ხვალ, 21 ოქტომბერს გაირკვევა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:42 | 03.02.2017
dinamo222 (8587)

აუუ დაწერეთ მაინც როგორაა ზაზა და რამდენი გაუცდება კიდეევ ? რომ არ ითამაშა ისედაც ვიციით @@

19:23 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

2კვირა ყველაზე მაქსიმუმიო წესით მანამდეც დაბრუნდება

13:45 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გოლდენის დამარცხება წარმოუდგენელია ვაშინგტონი და ვოლი ბრავო

0.064145