საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კვლავ ლაზარეთშია. „ემპოლი“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონესთან“ მატჩისთვის ემზადება, მაგრამ ლევანის გარეშე.
უკვე ცნობია ტოსკანელთა 23-კაციანი განაცხადი, თუმცა სიაში ქართველი ფორვარდი არაა.
შეგახსენებთ, მჭედლიძეს კუნთის დაზიანება აქვს და აღნიშნული მიზეზით სანაკრებო მატჩებიც გამოტოვა. როგორც ცნობილია, დაზიანება მძიმე არაა და ჩვენებური მომდევნო ტურისთვის მზად უნდა იყოს.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация