ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატები შესაძლოა გაერთიანდეს. აღნიშნულ ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Inews.co.uk-ი ავრცელებს. ამ ეტაპზე ეს შესაძლებლობა მხოლოდ განხილვის სტადიაშია.
ჰოლანდიის ერედივიზიონის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ბელგიასთა ერთობლივი ჩემპიონატის შექმნის გარდა, ჩემპიონატში მონაწილეობისა და საფეხბურთო დონის ამაღლების შანსი ლუქსემბურგის რამდენიმე კლუბსაც ექნება.
ჩემპიონატების გაერთიანება კი დონის ამაღლებას ისახავს მიზნაც. ამჟამად ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-11 ადგილზეა უეფას რეიტინგში, ხოლო ბელგიის - მეცხრეზე.
თუ შეთანხმება ჰოლანდიურ კლუბებთან შედგა, მაშინ მოლაპარაკებები ბელგიის გუნდებთან დაიწყება. თუმცა, ოგორც გამოცემა ვარაუდობს, აღნიშნული იდეის წინააღმდეგ წავლენ პატარა კლუბები, რადგან არ აქვთ სურვილი, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი დაკარგონ. ბუნებრივია, გაერთიანების შემთხვევაში ქვოტაც შეიზღუდება.