ფეხბურთი

14:16 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო მაჩინი: "ბარსელონასთან" მოედანზე მოსაგებად გავალთ"

ესპანური „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი პაბლო მაჩინი ამბობს, რომ მისი გუნდი „ბარსელონასთან“ ფრისთვის არ ითამაშებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, „სევილია“ მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გადის.

„მშვენიერი და ძალიან მნიშვენლოვანი მატჩია. გვინდა, რომ ამ ტურის შემდეგაც პირველ ადგილზე დავრჩეთ. არასდროს ვთამაშობთ ფრეზე და გვჯერა, რომ ნებისმიერ სტადიონზე შეგვიძლია პოზიტიურ შედეგს მივაღწიოთ. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაამრჯვების შანსი ყოველთვის არსებობს“, - აღნიშნა მაჩინმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ მატჩი დღეს გაიმართება.

0.113565